|
2021-04-14 14:44:17, 672 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე - სააღდგომოდ გავიდეთ საფლავზე, პატივი მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ ქეიფი არაა საჭირო
„სააღდგომოდ გავიდეთ საფლავზე, პატივი მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ ქეიფი არაა საჭირო“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არც ეკლესიურად და არც სხვა მხრივ საფლავზე ქეიფი მიუღებელია. „საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, როგორც წესი და რიგია მივაგოთ პატივი ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ არ არის ქეიფი საჭირო საფლავზე. არც ეკლესიურად და არც სხვანაირი გაგებით, საფლავზე ქეიფის მოწყობა მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ მსოლფიოში რომელი ვაქცინაც არის გამოყენებული მილიონობით ადამიანზე ავითვისოთ ჩვენც, თუმცა ეს საბჭოზეა დამოკიდებული და იმედია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას საბჭო. ვისაც სურს შეუძლია დაელოდოს ჯანმოს, ხოლო ვისაც აქვს ნდობა ჩვეულებრივი ვაქცინის, ზოგადად ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიაში დიდი განსხვავება არ არის, ამიტომ ვიღაცას მოსწონს თანამედროვე ტექნოლოგია, ვიღაცას ანტიკვარიატი. ვაქცინაციის პირველი ეტაპები ყველაგან ამ ტემპით დაიწყო, ევროპულ ქვეყნებშიც, თავიდან ყოველთვის მდორედ მიდის ეს პროცესი და მერე ნელ ნელა აქტიურდება. დღეს უკვე არსებული ადგილები სრულად დაჯავშნილია და ახალი საიტები,რომლებიც გაიხსნა, იქაც ნელ ნელა ივსება ადგილები, ჩვენ გვახსოვს როგორი დამოკიდებულება იყო თავიდან, თუმცა ეს პროცესი ნელნელა აქტიურ ფაზაში შედის“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)