|
2021-04-13 10:22:46, 517 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმო „ანაბეჭდი“ დაათვალიერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი საწარმო "ანაბეჭდი" დაათვალიერა. საწარმო ბრენდირებულ ტანსაცმელს აწარმოებს. შპს ,,ანაბეჭდი" სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით კომპანიამ ცოტა ხნის წინ საქმიანობის გაფართოება შეძლო, კერძოდ, საწარმო აღჭურვა სპეციალური და უნივერსალური საკერავი მანქანა-დანადგარებით. შედეგად, წარმოების პროცესი უფრო სწრაფი გახდა, პროდუქცია კი - მეტად ხარისხიანი. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს საწარმო, ადგილობრივი წარმოება 45 ადამიანს ასაქმებს და სამომავლოდ კიდევ აპირებს წარმოების გაზრდას - ამ ეტაპზე ,,ანაბეჭდი" წელიწადში 300 000 ცალზე მეტ უნიფორმას კერავს და პროდუქციის რეალიზებას სრულად ახდენს ადგილობრივ ბაზარზე. „კომპანიას აქვს ძალიან კარგი გეგმები, რომ გაფართოვდნენ. შეიძინეს დანადგარები პროგრამა „აწარმოე საქართველოში" დახმარებით, უნიკალურ პროდუქციას უშვებენ და ამარაგებენ ბაზრის 90%-ს - მათ შორის, უნიფორმებით. ძალიან ბევრი უნიფორმა, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა კომპანიებსა თუ დაწესებულებებში, სწორედ აქ იკერება. ეს არის ადგილობრივი წარმოების განვითარების ერთ-ერთი შედეგი, რასაც ჩვენ ყოველთვის შევუწყობთ ხელს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. კომპანია ძირითად აქცენტს აკეთებს საქართველოში წამყვანი კომპანიებისთვის უნიფორმების შექმნაზე, ესენი არიან: „აგროჰაბი", „გუდვილი", „ელიტ-ელექტრონიქსი", „კარფური", „დომინო", „ისთ ფოინთი" და სხვა. ამასთანავე, კომპანია მუშაობდა ისეთ უცხოურ ბრენდებზე, როგორიცაა: LUIGI MORINI, ICEBERG, IL GUFO, PAOLO PECORA და ა.შ.
ამოღებულია "მეთადონი" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების, რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ
როიტერი: აშშ ხუთი დიპლომატიური მისიის დახურვას გეგმავს
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)