19:40 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 10:16:42, 917 ნახვა

მსოფლიო
ეუთო-ში უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაცია დაგმეს

ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზებაზე შეშფოთება გამოხატეს და დაგმეს აღნიშნული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულზე ეუთო-ში 10 აპრილის შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინაში ქმედებების შესახებ განმარტება უნდა გაეკეთებინა, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

პორტუგალიამ ევროკავშირის სახელით შეშფოთება გამოხატა აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესსებისა და უკრაინის საზღვარზე, ასევე ოკუპირებულ ყირიმში რუსული ჯარების გადაადგილების გამო.

დიდმა ბრიტანეთმა „მეტი გამჭვირვალობა“ მოითხოვა რუსეთის არმიის ქმედებებთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება მოსკოვის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსგავსი პოზიციები და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა ასევე გამოხატეს საქართველომ, პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და თურქეთმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics