19:43 - 26 Jul, 2026
|
2021-04-10 13:40:45, 1062 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის მთავრობამ კომპანია „ალიბაბა“ 2.75 მილიარდი დოლარით დააჯარიმა
ჩინეთის მთავრობამ კომპანია „ალიბაბა“ 2.75 მილიარდი დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, კომპანიას დომინანტური საბაზრო პოზიციის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. ჯარიმის ოდენობა კი კომპანიის 2019 წლის შემოსავლების 4%-ს უტოლდება. შეგახსენებთ, რომ „ალიბაბას“ დამფუძნებელი მილიარდერი, ჯეკ მას არის, რომელმაც ოქტომრის თვეში ჩინეთის მარეგულირებელი სისტემის მიმართ ღია და მკაცრი კრიტიკა გამოთქვა. მილიარდერის კრიტიკას კი ერთ თვეში ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის განცხადება მოჰყვა - განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კომპანია „ალიბაბას“ წინააღმდეგ ანტიმონოპოლური გამოძიება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)