|
2021-04-10 11:21:25, 814 ნახვა
სამხედრო
საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
ლიეტუვას რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარგირის აბუკევიჩიუსმა მოაწერეს ხელი. „დოკუმენტი ყოველწლიურია და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. 2021 წლის გეგმაში სხვადასხვა დონისა და შინაარსის ღონისძიებებია განსაზღვრული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც დოკუმენტით განსაზღვრული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის უწყებები წლებია წარმატებით თანამშრომლობენ და სტრატეგიული პარტნიორობა ყოველწლიურად კიდევ უფრო ნაყოფიერი და ინტენსიური ხდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)