08:50 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-09 17:12:15, 740 ნახვა

კომენტარი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი? როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი

„რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი? როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მან ასევე აღნშინა, რომ აქციაზე გამოსულ ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად.

„რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო?

ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად. ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ეს.

მადლობა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით, მათ ესმით ჩვენი.

უამრავი უცხო ადამიანი დღეს ქუჩაში მაჩერებდა და მადლობას გვიხდიდა და პატრიარქთან თბილ სიტყვებს მაბარებდა.

როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა. დარწმუნებული ვარ ასევე იქცევიან თავად ისინი, ვინც ეს გაიკვირვა“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics