|
2021-04-09 14:25:52, 809 ნახვა
საზოგადოება
ტელეკომპანია „ფორმულაში“ აცხადებენ, რომ მათ ჟურნალისტებზე თავდასხმა მმართველი გუნდის რიტორიკას უკავშირდება
ეს არის გაგრძელება ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის და ძალადობრივი გარემოსი, - ასე ეხმაურებიან ტელეკომპანია „ფორმულაში“ მათ ორ თანამშრომელზე თავდასხმას. როგორც ტელეკომპანიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ განაცხადა, მათ ჟურნალისტებზე თავდასხმა მმართველი გუნდის წარმომადგენლების რიტორიკას უკავშირდება. „ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა, მანქანიდან არც არაფერია ამოღებული. ადგილე მივიდა პატრული, თუმცა არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, რა ხდება გამოძიების მიმდინარეობაზე“ - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულამ“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ გუშინ, ღამის საათებში მის ორ ჟურნალისტს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ ჟურნალისტს მანქანა დაუმტვრიეს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)