14:00 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 20:03:51, 478 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების მოწესრიგება გრძელდება. საგზაო სამუშაოები ზღვისუბნის XI მ.რ. II კვ. N32, 32ა, 33 და 33ა კორპუსებთან მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

"ზღვისუბანში აქტიურად ვაგრძელებთ შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაციას. რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ მისამართზე წყალარინების მოძველებული ქსელი შევცვალეთ, ახლა კი კაპიტალურად კეთდება გზა. საგზაო სამუშაოები ხვალამდე დასრულდება და ამ კორპუსებში მცხოვრები 240 ოჯახი კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი
ბათუმის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics