19:44 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 12:14:14, 937 ნახვა

მსოფლიო
ალექეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ოპოზიციონერი ფეხისა და ხელის კიდურებს ვერ გრძნობს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა და ოპოზიციონერი ფეხისაც და ხელის კიდურებს ვერ გრძნობს, - აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის მაღალი ტემპერატურა აქვს, რომელიც 38-39 გრადუსს შორის მერყეობს.

როგორც ადვოკტი, ვადიმ კობზევი აცხადებს, ალექსეი ნავალის ზურგის ორი თიაქარი დაუდგინდა, გასულ კვირას კი, მან ზურგისა და ფეხის კიდურების მწვავე ტკივილის სათანადოდ მკურნალობის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო.

ადვოკატი ნავალნის კოლონიაში ოთხშაბათს ესტუმრა და Twitter- ზე დაწერა, რომ „რუსი ოპოზიციონერი სიარულის დროს ტკივილს გრძნობს და დაავადება სწრაფად პროგრესირებს ფეხებსა და ხელებში, რის გამოც კიდურებში მგრძნობელობას კარგავს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

გასულ კვირას, 44 წლის ოპოზიციონერი გადაყვანილ იქნა ქალაქ პოკროვოს ციხის პალატაში რესპირატორული დაავადების სიმპტომებით. მას აღენიშნებოდა მუდმივი ხველა და ტემპერატურა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics