14:00 - 04 Aug, 2026
|
2021-04-08 11:24:02, 561 ნახვა
საზოგადოება
საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ნიკა მელიას პროცესი უნდა გაიმართოს, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ოპოზიციური პარტიის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილნი. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ. მათივე თქმით, სასამართლოს შენობასთან დაგეგმილი აქვთ აქცია-პერფორმანსიც. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ცნობისთვის, გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)