07:01 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 11:19:33, 579 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი - ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში, მოსამართლე ვალდებულია, გაათავისუფლოს ის

ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში, მოსამართლე ვალდებულია, გაათავისუფლოს ის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი კონდახაშვილმა აღნიშნა, დღევადელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ასევე შუამდგომლობას, რომ ნიკა მელიას მიეცეს სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლება.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაყენებთ შუამდგომლობის ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ასევე შუამდგომლობებს რომ ნიკა მელიას მიეცეს უფლება დაეცეს ამ საკმაოდ რეზონანსულ სასამართლო სხდომას და მას, როგორც პოლიტპატიმარს, ელემენტარულად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში. რაც შეეხებ აღკვეთის ღონისძიებას, ჩვენ გვაქვს ცალსახა პოზიცია, რომ ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში და მისი გათავისუფლება ეს არის ხელისუფლების მიერ მისაღწები გადაწყვეტილება. ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და თუკი პროკურატურას აქვს მსგავსი პოზიცია, ეს ნიშნავს, რომ ის, ბრალდების მხარე აღიარებს, რომ პატიმრობა არ არის უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება, შესაბამისად, მოსამართლე ვალდებულია გაათავისუფლოს მელია, როდესაც იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიებების განგრძობადობის საკითხზე", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics