07:01 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 22:55:45, 537 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს გაეროში წარდგენილ დოკუმენტში სამინისტროს მიერ მითითებულია არასწორი ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია-აბილიტაციასთან დაკავშირებით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს განცხადება არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და არ შეესაბამება სინამდვილეს.

საუბარია ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციულ საკითხებს და  ეხება, (Equality and non-discrimination of persons with disabilities and the right of persons with disabilities to access to justice).

დოკუმენტში თანდართული ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობას ლტოლვილის სტატუსის, მიგრაციის სტატუსის, შემოსავლის, წარმოშობის, სქესის ან სხვა სტატუსის მიხედვით. (Are there conditions or restrictions to access, or being eligible to, receive free or affordable habilitation and rehabilitation services and goods, on an equal basis with others, on grounds or refugee status, migration status, income, origin, sex, gender, or other status?)

სწორედ ამ კითხვის პასუხად სამინისტროს მიერ აღინიშნა, რომ ქვეყანაში რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისი  (მათ შორის სარეაბილიტაციო დამხმარე საშუალებები) მიეწოდება  საჭიროების მქონე ყველა პირს, განურჩევლად სტატუსისა და სქესისა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics