14:01 - 04 Aug, 2026
|
2021-04-07 17:43:56, 698 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში წამოსული მეოთხე პირის ცხედარი იპოვეს
ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში წამოსული მეოთხე პირის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ცხედარი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურში იპოვეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე მაშველებმა მდინარე ენგურში სამი პირის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდებოდა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)