19:45 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 12:17:20, 786 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

როგორც პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერი სომხეთში დაგეგმილი არჩევნების შესახებ ისაუბრებს.

ამასთანავე, მოლაპარაკებების დროს ლიდერები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გახსნაზე გაამახვილებენ ყურადღებას.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ თვითიზოლაციაში იყო გადასული. 

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მას შემდეგ, 11 იანვარს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა, სადაც ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს რეგიონში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ განცხადებას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics