|
2021-04-07 10:22:58, 1253 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსს რეკორდულად ბევრი, 4 195 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 4 195 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსს 337 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში გადატვირთულია საავადმყოფოები, მკურნალობის რიგში მდგარი ადამიანები იღუპებიან და ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა. მიუხედავად ამისა, ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ეკონომიკური ზარალი უარესი იქნება, ვიდრე ვირუსისგან მიყენებულ ზიანი. ბოლსონარომ მხარდამჭერებთან ერთად გააკრიტიკა დაწესებული შეზღუდვები და აღნიშნა, რომ ისინი სიმსუქნესა და დეპრესიასთანაა დაკავშირებული. ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 13 106 058 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გამოჯანმრთებულთა რიცხვი 11 558 784-ს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)