16:16 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 18:36:53, 814 ნახვა

რეგიონი
მაშველებმა ხაშურში, მდინარეში ჩარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოქალაქეები ავტომობილით ჩარჩენილები იყვნენ მდინარეში და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეები მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, ავტომობილს ტექნიკური პრობლემა შეექმნა.

„ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველების მიერ, მდინარე ჭერათხევიდან გამოტანილია ავტომობილი და უსაფრთო ადგილას უვნებლად გამოყვანილია მასში მყოფი სამივე მოქალაქე.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე სამუშაო ოპერაცია უკვე დასრულებულია. სოფელ ალში მუშაობდნენ ხაშურის სამმართველოს სამაშველო ჯგუფები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics