|
2021-04-06 18:11:25, 1372 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკი - ნატო დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა
ჩვენ მივისწრაფით ჩვენი ჯარისა და თავდაცვითი სექტორის რეფორმირებისკენ, თუმცა მხოლოდ რეფორმები რუსეთს არ შეაჩერებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნატო დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა. „ჩვენ მივისწრაფით ჩვენი ჯარისა და თავდაცვითი სექტორის რეფორმირებისკენ, თუმცა მხოლოდ რეფორმები რუსეთს არ შეაჩერებს. ნატო არის ერთადერთი გზა დონბასში ომის დასასრულებლად. წევრობის სამოქმედო გეგმა გახდება ნამდვილი სიგნალი რუსეთისთვის“, - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება მომავალი სამხედრო სწავლებისთვის - „დასავლეთი 2021"-სთვის და ამის ფონზე, ის ცდილობს გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვართან - რუსეთის ფედერაციი ბრიანკის და ვოროეჟის რეგიონები, ასევე ოკუპირებულ ყირიმში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)