|
2021-04-05 13:57:14, 850 ნახვა
მსოფლიო
მედიის ინფორმაციით, მერკელი, მაკრონი და ზელენსკი დონბასში არსებულ სიტუაციას პუტინის გარეშე განიხილავენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიმდინარე კვირაში, შესაძლოა, სამმხრივ ფორმატში შეხვედრა გამართონ, - აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო ZN.UA დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავარი თემა, რასაც შეეხება საუბარი დონბასში არსებული ვიტარება და ამ მხრივ, მხარეთა პოზიციების კოორდინაცია იქნება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა ვიდეოკონფერენციის შემდეგ უნდა გამართულიყო, რომელსაც მერკელი, მაკრონი და პუტინი ესწრებოდნენ, თუმცა ვერ შედგა, რადგან მხარეები დროზე ვერ შეთანხმდნენ. კიდევ ერთ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო წერს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია შეხვედრი დროსა და თარიღზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)