13:45 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 12:21:40, 575 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიცია მიჰყვება დესტრუქციულ გეგმას, ეთამაშება ცეცხლს და ცეცხლთან თამაში, სახიფათოა

ოპოზიციას აქვს დესტრუქციული გეგმა, ის ეთამაშება ცეცხლს და ცეცხლთან თამაში, რა თქმა უნდა, სახიფათოა მათთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდს მოლაპარაკებების კარი ღია აქვს და მათი ინტერესია, რომ შეუთანხმებლობა შეთანხმებით დასრულდეს.

„შეთანხმება ყოველთვის ჯობს შეუთანხმებლობას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვხედავთ, რომ ოპოზიციას აქვს თავისი დესტრუქციული გეგმა და მიჰყვება მხოლოდ და მხოლოდ იმ პრინციპით, რომ ყველგან დაანთოს ცეცხლი, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის ეთამაშება ცეცხლს და ცეცხლთან თამაში, რა თქმა უნდა, სახიფათოა მათთვისაც, ვისაც მას აღვივებს. მმართველი გუნდის დამოკიდებულება არის იმდაგვარი, რომ ჩვენ მოლაპარაკებების კარები გვაქვს ღია და ჩვენი პირდაპირი ინტერესია, რომ შეუთანხმებლობა დასრულდეს შეთანხმებით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics