|
2021-04-05 11:37:54, 1421 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს
ევროკავშირი უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი „ტვიტერში“ წერს. აღნიშნულ საკითხს ჟოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებასთან სატელეფონო საუბრისას დონბასსა და ყირიმში რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე ისაუბრა. ბორელმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებების საკითხს ევროპელი დიპლომატები უახლოეს დღეებში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება მომავალი სამხედრო სწავლებისთვის - „დასავლეთი 2021"-სთვის და ამის ფონზე, ის ცდილობს გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვართან - რუსეთის ფედერაციის ბრიანკის და ვოროეჟის რეგიონები, ასევე ოკუპირებულ ყირიმში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)