|
2021-04-03 12:35:25, 956 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედია - რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვია, დაშავდა 2 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირების მიერ 21-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად დაშავდა 2 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი. „გასული დღე-ღამის განმავლობში, 2 აპრილს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 21 დარღვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაშავდა 2 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი“, - წერს უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით. როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაშავებული სამხედროები და სამოქალაქო პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება მომავალი სამხედრო სწავლებისთვის - „დასავლეთი 2021"-სთვის და ამის ფონზე, ის ცდილობს გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვართან - რუსეთის ფედერაციი ბრიანკის და ვოროეჟის რეგიონები, ასევე ოკუპირებულ ყირიმში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)