|
2021-04-03 10:19:38, 731 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ დონბასში სიტუაციის გამწვავების გამო გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა
უკრაინამ საზღვართან, დონბასის ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ სამხედრო მობილიზების გაზრდის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. „ჩვენს პარტნიორებს, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მივაწოდეთ ინფორმაცია უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავების და სამხედრო მობილიზების გაზრდის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიასა და უკრაინასთან საზღვარზე. ვაფასებთ მათ მხარდაჭერას, ერთობლივი ძალისხმევით და რუსეთზე ზეწოლით შევძლებთ სამხედრო დაძაბულობის შეჩერებას", - აღნიშნულია უკრაინის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება მომავალი სამხედრო სწავლებისთვის - „დასავლეთი 2021"-სთვის და ამის ფონზე, ის ცდილობს გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვართან - რუსეთის ფედერაციი ბრიანკის და ვოროეჟის რეგიონები, ასევე ოკუპირებულ ყირიმში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)