17:05 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 12:17:29, 598 ნახვა

საზოგადოება
სოფელ გლდანში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ გლდანში, აღმაშენებლის ქუჩიდან N108 ავტობუსის ბოლო გაჩერებამდე სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაახლოებით, 780 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, გზის საფარი დაიგება.

ამასთან,  26 მაისის ქუჩის მონაკვეთზე (N145-დან - N94-მდე) მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. რის შემდეგაც გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა.

რაც შეეხება 26 მაისის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთს, გზა ფრაგმენტულად შეკეთდა. დასახლებაში გასულ წელს გამგეობის მიერ მოეწყო წყალარინების ქსელი. გარკვეულ ნაწილზე შესაცვლელია წყლის ქსელი, რომლის მოწესრიგებაც კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მომავალ წელს აქვს დაგეგმილი. ამის შემდეგ, გამგეობა გზის დარჩენილი ნაწილის კაპიტალურ რეაბილიტაციას განახორციელებს.

აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელი საერთოდ არ არსებობდა. გლდანის გამგეობამ 6 500 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოაწყო.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics