21:08 - 26 Jul, 2026
|
2021-04-02 11:28:33, 722 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინტან დაგეგმილი შეხვედრის წინ ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაში გადავიდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ თვითიზოლაციაში გადავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელზე, მანე გევორქიანზე დაყრდნობით ავრცელებს. „პირადი შეხვედრებისა და საჯარო მიღებების გარდა, პრემიერ-მინისტრი დაგეგმილი დღის წესრიგით მუშაობს“, - აცხადებს სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი. ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა 7 აპრილს არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)