21:09 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 23:54:50, 1311 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტარები მოლაპარაკების ჩაშლაზე - განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება

„განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება“, - ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტარები ავრცელებენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ღრმად იმედგაცრუებულია ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო.

„ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულნი ვართ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა  ლიდერებმა ვერ შეძლეს შეთანხმება გასულ სამშაბათს, ევროკავშირის უდიდესი ძალისხევის მიუხედავად, რაც მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად გასწია.

ეს შედეგი როგორც მმართველი, ისე მოლაპარაკებებში მონაწილე ძირითად ოპოზიციური პარტიების ბრალია, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

დევიდ მაკალისტერი (გერმანია), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

მარინა კალჯურანდი (ესტონეთი), დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებში;

ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის მთავარი წევრი საქართველოში;

სვენ მიკსერი (ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ;

მაიკლ გალერი (გერმანია), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი უკრაინის საკითხებზე;

პეტრას აუსტრევიციუსი (ლიეტუვა), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ბელორუსის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics