|
2021-04-01 23:28:14, 1175 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტარები - ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულებისამებრ გაგრძელდება
„ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულებისამებრ გაგრძელდება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარებმა განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპულმა პარლამენტმა უნდა დააყენოს საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხი. „მას მერე რაც პოლიტიკური პარტიებმა უარი თქვეს კომპრომისზე, ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულებისამებრ გაგრძელდება. განსაკუთრებით ევროპული პარლამენტი მოითხოვს დადგეს საპასუხო შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხში, მათ შორის შეწყდეს შემდგომი ხარჯები და გაიზარდოს ევროკავშირის მაკრო-ფინანსურ დახმარებასთან და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებული მოთხოვნები“, - ვკითხულობთ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: დევიდ მაკალისტერი (გერმანია), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალჯურანდი (ესტონეთი), დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებში; ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე; ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის მთავარი წევრი საქართველოში; სვენ მიკსერი (ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ; მაიკლ გალერი (გერმანია), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი უკრაინის საკითხებზე; პეტრას აუსტრევიციუსი (ლიეტუვა), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ბელორუსის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)