17:05 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 16:36:04, 584 ნახვა

საზოგადოება
ქვემო სამგორში, წმინდა ბარბარეს უბანში მულტიფუნქციური სპორტული სივრცე ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში, ნაკადულის ქუჩის მესამე გასასვლელში არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტული სივრცეების მოწყობას ახორციელებს. 2 523 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცე და სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა განთავსდება.

მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა FIFA-ს სტანდარტების მინი ფეხბურთის სტადიონი. 40x25 ზომის ხელოვნურსაფარიან მოედანთან გაკეთდება 60 ადგილიანი მაყურებელთა ტრიბუნა და სტადიონის განათების სისტემა. მოედნის გარშემო 140-მეტრიანი სარბენი ბილიკი განთავსდება. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა  კალათბურთისა და ფრენბურთის კაუჩუკისსაფარიანი მოედანი და ფიტნეს ზონა, რომელშიც ათი ტრენაჟორი დამონტაჟდება.

ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, სადაც სკამები და ურნები განთავსდება, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება და გარე განათების სისტემა დამონტაჟდება.

პროექტის ღირებულება 614 ათასი ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „პე ბე“ ასრულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics