|
2021-04-01 12:31:34, 415 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ეს ფსევდოპატრიოტული ისტერიაა - „ნაცმოძრაობას“ არც პოზნერი, არც აფხაზეთი და სამაჩაბლო აინტერესებს
„ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს არც პოზნერი, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო აინტერესებთ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების ფონზე სამოქალაქო აქტივისტები აქცია, ფსევდო-პატრიოტიზმით შეფუთული, სამარცხვინო ისტერიაა. „ეს ყველაფერი არის ფსევდო-პატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს არც პოზნერი აინტერესებთ სინამდვილეში, არც აფხაზეთი და სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი რაც აქვთ, არის მუდმივი რყევები და დესტრუქციის მცდელობა, ისინი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ ამ შანსს და ამ ნაწილში, ტრადიციულად მათი და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)