08:01 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 11:28:00, 697 ნახვა

კომენტარი
ნინო წილოსანი - ის ადამიანები, ვინც პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან

ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი ჟურნალისტებთან, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილის პროტესტს.

მისი თქმით, საზოგადოების უმრავლესობის პროტესტი გულწრფელი არ იყო.

„ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით. თავიანთი მმართველობის დროს არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის რუსეთზე გადაცემით და უამრავი სხვა ფაქტორია, რომლებიც მარწმუნებს იმაში, რომ უმრავლესობა მათგანის პროტესტი სრულებით არაგულწრფელი იყო.

სამწუხაროდ, დეტალურად არ ვიცი, რამდენად ჰქონდათ მათ საშვები, საერთოდ ჰქონდათ თუ არა, დროის რა მონაკვეთში გადაადგილდებოდნენ, ძალიან არასერიოზულია მხოლოდ ვიდეო კადრებით აკეთო განცხადებები. მე არ მაქვს ინფორმაცია, დროის რა მონაკვეთში იყვნენ ისინი გადაადგილების პროცესში. ოკუპანტი არის ოკუპანტი და მისი ნებისმიერი მაცხოვრებელი და წარმომადგენელი ბუნებრივია, რომ ასე უნდა ფიქრობდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ოკუპაციას და მის მსგავს განცხადებებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში მეგობრებთან ერთად, დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულის შედეგად, ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები, რომლებიც საქართველოში 3 აპრილამდე უნდა დარჩენილიყვნენ, დროზე ადრე, ჩარტერული რეისით, დღეს დილით გაფრინდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics