|
2021-03-31 20:56:41, 1016 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - კახა კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც თამაშს ვადაზე ადრე ტოვებს
„კახა კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც თამაშს ვადაზე ადრე ტოვებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კახა კალაძე არის გუნდის გამორჩეული ლიდერი. „კახა კალაძე ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია, ჩვენ მასთან ერთად არა ერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული არჩევნებში და არა ერთი მნიშვნელოვანი პირობა და მნიშვნელოვანი პროექტიც გვაქვს განხორციელებული ერთად. კახი კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც ტოვებს თამაშს ვადამდე, ტოვებს თამაშს ისე, რომ თავისი პირობები არ შეასრულოს. მე გარწმუნებთ, რომ ის თავის უფლებამოსილებას შეასრულებს ბოლომდე და ჩვენი გუნდი ერთად, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თბილისელებისთვის მიცემული პირობებიც იყოს შესრულებული მაქსიმალურად, რის შესაძლებლობას ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები გვაძლევდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)