|
2021-03-31 16:24:06, 551 ნახვა
პოლიტიკა
კვლევის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში 100%-ით ეფექტურია
კომპანია Pfizer/BioNTech-ი კვლევის მესამე ეტაპის შედეგებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 100%-ით ეფექტურია 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ცდაში 12-დან 15 წლამდე 2 260-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და ცდის დასრულების შემდეგ, მხოლოდ 18 ბავშვს დაუდასტურდა კორონავირუსი, ისინი კი, მიეკუთვნებოდნენ ჯგუფს, რომლებსაც გაუკეთეს პლაცებო. ამასთანავე, კომპანიაში აცხადებენ, რომ 12-დან 15-წლამდე ასაკის ბავშვებში გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიც გამოვლენილი იყო 16-დან 25-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ვაქცინა მსუბუქი და საშუალო გვერდითი მოვლენებით გადაიტანეს, რაც მოიცავდა თავის ტკივილს, ცხელებასა და დაღლილობის შეგრძნებას. ცნობისთვის, Pfizer-ის ვაქცინა უკვე დაშვებლია 16 წლის ასაკის ადამიანებისთვისაც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)