|
2021-03-31 16:02:36, 688 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოლაპარაკებებში ყველაზე დესტრუქციული როლი სალომე ზურაბიშვილმა ითამაშა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი მოლაპარაკების პროცესში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ითამაშა. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა უარი განაცხადა პოლიტპატიმრების შეწყალების პროცედურაზე. „ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი მოლაპარაკების პროცესში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ითამაშა, იმიტომ რო ჩემი ინფორმაციით, იმ არაერთი ვიზიტის მიუხედავად, რომელიც მასთან იყო, მან უარი განაცხადა შეწყალების პროცედურის გამოყენებაზე ამ პროცესში. თვითონ ის ფაქტი, რომ შეწყალების პროცედურა არ არის გამოყენებული და „ქართული ოცნების“ ხისტი პოზიცია, რურუასთან დაკავშირებით, ცალსახად უსვამს ხაზს და მიუთითებს, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმოამდგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით, გუშინ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი, უკვე მეორედ, შეთანხმების გარეშე დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)