|
2021-03-31 13:58:50, 544 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრო - იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებას ეხმაურება. როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს, ის დამწუხრებული და იმედგაცრუებულია, რომ „ქართლმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. ამასთანავე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ შეთანხმების გარეშე მოლაპარაკების დასრულება მეგობრებსა და საერთაშორისო პარტიორებს ცუდ სიგნალს უგავნის. „მადლობელი ვარ კრისტიან დანიელსონისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მედიაციის მისიით საქართველოში. დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართლმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. ეს ცუდ სიგნალს უგზავნის მეგობრებს და პარტიორებს. საჭიროა რეფლექსიის პერიოდი“ - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)