17:16 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 13:45:48, 7711 ნახვა

High - Tech
Xiaomi-მ კომპანიის პირველი გასაშლელი სმარტფონი Mi Mix Fold წარადგინა

Xiaomi-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პრეზენტაცია 2 დღის წინ გაიმართა. ღონისძიების ყველაზე დიდი სიახლე , კომპანიის პირველი გასაშლელი სმარტფონი Mi Mix Fold გახლავთ. Fold-ი კორეული კომპანია Samsung - ის Galaxy Fold2-ის კოპიოა და გარეგნულად პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება მისგან-პრაქტიკულად იგივე ზომები და გასაშლელი მექანიზმი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ Xiaomi-მ მორიგჯერ სხვა კომპანიის დიზაინი "მოიპარა".
რაღათქმაუნდა Fold-ს უახლესი მონაცემები გააჩნია, მაგრამ ეს ფაქტორი არ ცვლის იმას, რომ მომხმარებელი სხვა კომპანიის მიერ შექმნილი დიზაინის კოპიოს ყიდულობს.
კომპანიის მტკიცებით, ტელეფონმა უამრავი ცდა გაიარა და მის დრეკადი ეკრანის მექანიზმს 1 მილიონჯერ დახურვა-გახსნა შეუძლია.


Fold-ს  HDR10+ და Dolby Vision ტექნოლოგიები გააჩნია, აგრეთვე აქვს საკუთარი Desktop mode (სამსუნგის DEX Mode-ს ანალოგი),.
ჩინური სმარტფონის გაყიდვები აპრილში დაიწყება-ფასები შემდეგი იქნება:

12/256 გბ~$1521
12/512 გბ~$1673
16/512 გბ (Ceramic edition) ~$1977





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics