|
2021-03-31 11:25:55, 399 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა - აშშ-სა და ევროკავშირის ინტერესშია, საქართველო ენერგეტიკულად ძლიერი ქვეყანა იყოს
„აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ენერგეტიკული რესურსები, რაც მას დაეხმარება როგორც ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, ასევე ქვეყანა გახდება უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აშშ - სა და ევროკავშირის ინტერესშია, რათა საქართველო ენერგეტიკულად ძლიერი ქვეყანა იყოს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც USAID - ის მისიის ხელმძღვანელთან საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების, მათ შორის, ჰიდრორესურსების უკეთ ათვისებას ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია საქართველოს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის მხრიდან. მინისტრის თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის განუყოფელი პრიორიტეტია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)