|
2021-03-31 10:25:42, 969 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - რადიკალური პოზიციები ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფოს მშენებლობას
გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალური პოზიციები ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. როგორც გახარია აღნიშნავს, ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და ყველამ უნდა იზრუნოს წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე. „გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე“, - წერს გახარია. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მხარეები ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)