|
2021-03-30 18:02:09, 1237 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაური დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის და ურთიერთთავსებადობის დირექტორს, გენერალ-მაიორ ბენ კაიტის შეხვდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მან სამხედრო დაზვერვისა და საინფორმაციო ოპერაციების მიმართულებით დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრის დასასრულს, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დაესწრნენ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)