10:40 - 25 Jul, 2026
|
2021-03-30 15:13:39, 630 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე მოუწოდებს ოპოზიციას, გამოიჩინოს მმართველი გუნდის მსგავსი, კონსტრუქციული მიდგომა
ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. არჩილ თალაკვაძე მოუწოდებს ოპოზიციას, გამოიჩინონ მსგავსი კონსტრუქციული მიდგომა საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად. „საქართველოს მომავალი არის ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ძლიერ დემოკრატიას. შესაბამისად, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ მსგავსი კონსტრუქციული მიდგომა საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ეს არის ის, რაც სჭირდება და რასაც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ქვეყანა“, - წერს არჩილ თალაკვაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)