|
2021-03-30 14:27:24, 631 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების, განათლების სისტემასა და ბიზნესს შორის კავშირების გაზრდის, STEM განათლების, კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა. მხარეებს შორის პარტნიორობის ეს ფორმატი ითვალისწინებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების სტარტაპების, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების ერთობლივად განხორციელებას, KIU-ს ინოვაციების ეკოსისტემის სტრატეგიის დანერგვის მიზნით თანამშრომლობას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ტრანსფერის მიმართულების განვითარებას. ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომელთაც მემორანდუმის გაფორმების შემდგომ ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ლექცია მოისმინეს თემაზე „ინოვაციური იდეების მხარდაჭერა საქართველოში“. ავთანდილ კასრაძემ ახალგაზრდებს ის პროექტები და ინიციატივები გააცნო, რომლებსაც სააგენტო ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების მიმართულებით სთავაზობს მოსახლეობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)