10:41 - 25 Jul, 2026
|
2021-03-30 13:14:12, 1972 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთობლივ შეხვედრას დღეს გამართავს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთობლივ შეხვედრას დღეს გამართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ შეხვედრაზე დანიელსონი მხარეებს საბოლოო დოკუმენტს წარუდგენს. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)