|
2021-03-30 13:04:10, 475 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - პოლიტპატიმრების თემის და ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზის გარეშე, შეთანხმება შეუძლებელია
პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზის გარეშე, შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მოითხოვს დათმობებს, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. „მხარეების პოზიციები არის ცნობილი მედიატორისთვის, ამიტომ დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება გასაგებია, რომ მოითოვს გარკვეულ დათმოებს ორივე მხრიდან, მაგრამ ამავდროულად, უნდა სთავაზობდეს ორივე მხარეს, მათ შორის ოპოზიციასაც, მათთვის და ჩვენთვის მნიშვნელოვან, პრინციპულ საკითხებზე რაღაც შესაბამის მონახაზს. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თემის გარეშე და ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზის შესახებ შეთანხმების გარეშე, ფართო პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა იქნება შეუძლებელი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)