|
2021-03-30 12:38:02, 515 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო - მოლაპარაკებები შედეგად გამოიღებს იმას, რომ ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოვა
ოპოზიციის უმრავლესობა შემოვა პარლამენტში და გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება რიგგარეშე არჩევნების მხოლოდ იმიტომ დანიშვნა, რომ ოპოზიციის ნაწილს, არ მოსწონს არჩევნების შედეგები. „ჩემი მოლოდინები ზოგადად ოპტიმისტურია, რომ ეს შედეგად გამოიღებს იმას, რომ ოპოზიციის უმრავლესობა უკვე შემოვა პარლამენტში და გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას. არ შეიძლება რიგგარეშე არჩევნების მხოლოდ იმიტომ დანიშვნა, რომ ოპოზიციის თუნდაც მნიშვნელოვან ნაწილს, არ მოსწონს არჩევნების შედეგები. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, აქ, ჩემი აზრით, პოლიტიკა ნაკლებად არის და არის მართლმსაჯულება. კი, ეს საკითხი მნიშვნელოვნად განმუხტავს ზოგადად ვითარებას, შეიძლება იქნას მოძებნილი რაღაც რაციონალური გადაწყვეტილება და არა უბრალოდ პარტიულ ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)