|
2021-03-29 18:19:38, 689 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - დესტრუქცია და ისევ დესტრუქციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან
დესტრუქცია და ისევ და ისევ დესტრუქციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეაფასოს, რამდენად არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს აქვთ ქვეყანა ჩაბარებული. „დესტრუქცია და ისევ და ისევ დესტრუქციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეაფასოს რამდენად არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს აქვთ ქვეყანა ჩაბარებული, როცა ისინი ყველა პროცესს აღიქვამენ ერთ-ერთ საკითხად, შეინარჩუნებენ თუ არა ქვეყნის ძარცვის ექსკლუზიურ უფლებას, რომელიც დღეს აქვთ გაყალბებული არჩევნებით მოპოვებული. ძალიან ვწუხვარ და მე არასდროს მათ არ დავემსგავსები, არ ვიქნები ისეთივე დესტრუქციული, როგორიც ისინი არიან. მე მზად ვარ, მივიდე მოლაპარაკებებზე და ჩვენი გუნდის ობიექტური პოზიცია გავაცნო მედიაციის მხარეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგში მონაწილეობისთვის, უკვე მეორედ ჩამოვიდა. პირველად, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში 12 მარტიდან 19 მარტამდე გაგრძელდა, თუმცა მისი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრები შეთანხმების გარეშე დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)