|
2021-03-29 15:10:52, 457 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - „ენგურჰესის“ გარეშე ჩვენი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა
ენგურჰესი ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტოსადგურია, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ენგურჰესის გარეშე ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი ჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ენგურჰესის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის თევში დაიწყო - ჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, ბოლო 20 წელია, ასეთი მასშტაბური რეაბილიტაცია ენგურჰესზე არ განხორციელებულა - კერძოდ, დაახლოებით 50 მლნ ევროს ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაისის დასაწყისში დასრულდება. მაისი არის წყალუხვობის პერიოდი და ენგურჰესის გამომუშავება ძალიან დიდი წვლილია საერთო ეროვნულ გამომუშავებაში და მოხმარებაში. მოგეხსენებათ, რომ ენგურჰესი თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს. ეს არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, რომელიც ჩვენ წინა თაობებმა დაგვიტოვეს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესი არის ობიექტი, რომელიც აერთიანებს მთელ ქვეყანას, რადგან ის სრულიად საქართველოს ემსახურება, მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობას. „ის ემსახურება სრულიად საქართველოს, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს და ეს არის ჩვენი ერთობლივი სიმდიდრე. ჩვენი თაობა, ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ავაშენოთ ახალი ჰიდროსადგურები, დაფუძნებული ადგილობრივ რესურსზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია , განვავითაროთ მცირე ენერგეტიკაც - ქარის, მზე, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ უნდა ავაშენოთ ენგურის მსგავსი მსხვილი, კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები, მათ შორის, ნამახვანი, ხუდონი, ნენსკრა. ეს არის მთლიანობაში გარანტია, რომ მომავალშიც არასოდეს არ ვიქნებით ჩვენს სამეზობლოზე დამოკიდებულები იმპორტის თვალსაზრისით და ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება“, - აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)