|
2021-03-29 15:05:57, 644 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, - აღნიშნული განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის წევრები დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკვე მეორედ ეწვია. მისი ვიზიტის მიზანია, მედიაცია გაუწიოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოლიტიკური პროცესის წარმართვას. ამასთანავე, კრისტიან დანიელსონმა დღეს უკვე გამართა შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ის ასევე შეხვდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და დღეისთვის, გააგრძელებს კონსულტაციებს ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან. ამასთანავე დაგეგმილია ოპოზიციისა და ხელისუფლები ერთობლივი შეხვედრაც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)