09:48 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 10:03:24, 1733 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები დღეს განახლდება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები დღეს განახლდება.

დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. 28 მარტს მან შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა, სადაც კრიზისის დაძლევის გზებზე მათი პოზიცია მოისმინა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგში მონაწილეობისთვის, უკვე მეორედ ჩამოდის. პირველად, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში 12 მარტიდან 19 მარტამდე გაგრძელდა, თუმცა მისი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრები შეთანხმების გარეშე დასრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics