20:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-28 17:31:48, 749 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - აპრილში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადავდგები

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ ის აპრილში გადადგება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დიახ, უახლოეს პერიოდში, აპრილში გადავდგები თანამდებობიდან არა იმისთვის, რომ წავიდე, არამედ იმიტომ, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ პერიოდის განმავლობაში მე შევასრულებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას“, - განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის გადაყენებას ნოემბრიდან ითხოვს, მას შემდეგ, რაც მან ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ . ამ დოკუმენტის შესაბამისად, რომელსაც ერევანმა და ბაქომ ხელი მოაწერეს რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რეგიონები აზერბაიჯანს გადასცა , ხოლო რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ კონტაქტის ხაზზე და ლაჩინის დერეფანში, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics