|
2021-03-28 14:06:50, 505 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - მთავარი კომპრომისი, რომელიც მოსალოდნელი უნდა იყოს, ეს არის ოპოზიციის მხრიდან დათმობებზე წასვლა
მთავარი კომპრომისი, რომელიც მოსალოდნელი უნდა იყოს, ეს არის ოპოზიციის მხრიდან დათმობებზე წასვლა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნების გაყალბება არაფრით არ დასტურდება და ამაზე საუბარი ოპოზიციის ახირებაა. „მოცემულობა არის ასეთი იმ ფონზე, როდესაც არჩევნების გაყალბება არაფრით არ დასტურდება და მხოლოდ ახირებასთან გვაქვს საქმე ანუ ოპოზიციის მხრიდან ეს არის უმიზეზოდ გამოწვეული პროტესტი, რომელიც გამოიხატება პარლამენტში არ შესვლით, ეს კი იმ ფონზე, როდესაც ვისმენთ უცხოელი პარტნიორების მხრიდან მოწოდებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და სხვა კომპრომისებზე. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მთავარი კომპრომისი, რომელიც მოსალოდნელი უნდა იყოს, ეს არის ოპოზიციის მხრიდან დათმობებზე წასვლა. ეს არაერთხელ ითქვა და საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ოპოზიციაში არიან პირები, რომლებსაც სიკვდილივით არ უნდათ მოლაპარაკება იყოს შედეგიანი, რადგან მათ ეს არაფერ ისეთს არ უქადის, რის შედეგადაც შეიძლება გამარჯვების მოპოვება. “, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)