22:37 - 26 Jul, 2026
|
2021-03-27 15:22:35, 1036 ნახვა
მსოფლიო
მიანმარში დღეს საპროტესტო აქციებზე გარდაცვლილთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა
მიანმარში დღეს საპროტესტო აქციებზე გარდაცვლილთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ქალაქ იანგონში, პოლიციის ერთ-ერთ შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებს სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს, შემთხვევის შედეგად ოთხი პირი დაიღუპა, ათი კი დაშავდა. ქალაქ მანდალაიში კი სხავადასხვა ინციდენტის შედეგად, 13 ადამიანი მოკლეს. ვრცელდება ინფორმაციები საგაინგის რეგიონში, ქალაქ ლაშიოში და ბაგოს რეგიონში გარდაცვლილების შესახებ. შეგახსენებთ, რომ პირველ თებერვალს, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, არაოფიციალური მონაცემებით, მიანმარში დღემდე 380-მდე ადამიანი მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)