22:36 - 26 Jul, 2026
|
2021-03-27 11:57:27, 1111 ნახვა
მსოფლიო
მიანმარში საპროტესტო აქციებს კიდევ 16 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა
მიანმარის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციების კიდევ 16 მონაწილე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პირველი თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დემონსტრანტებმა საპროტესტო აქციები იანგონში, მანდალაიში და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართეს. აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ თუ „შეიარაღებული ძალების დღეს“ მათი მხრიდან რაიმე საფრთხე შეიქმნებოდა, უსაფრთხოების ძალები ცეცხლს გახსნიდნენ. აქციის მონაწილეებმა ამ დღეს „შეიარაღებული ძალების სირცხვილის დღე“ უწოდეს. მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 300-ზე მეტი ადამიანია მოკლული. შეგახსენებთ, რომ მიანმარში სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ პირებს აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)